მნიშვნელოვანი ინფორმაცია - აკრძალვა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება
1768388765
საქართველო აგრძელებს პრაგმატული პოლიტიკის გატარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვალყური ვადევნოთ მშვიდ რეჟიმში ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, ვიყოთ ძალიან ფრთხილები და პრაგმატულები, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
ლევან მაჭავარიანი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა.
„უამრავი სკანდალი არის უკრაინაში. უკრაინელი ხალხის კუთხით რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ძალიან გულდასაწყვეტია მილიონობით ადამიანი, რომელიც უკვე 4 წელია ამ ტრაგედიაში ცხოვრობს და მათი ხელისუფლება, რომელიც ხელის მოთბობით არის დაკავებული. ბატონი არახამია მიმართაც გაჩნდა შეკითხვები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
უკრაინაში კორუფციული სკანდალები არ წყდება. დღეს კიდევ ორი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც იულია ტიმოშენკოსა და დავით არახამიას ეხება.