სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1752432422
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აფასებს „ატლანტიკური საბჭო“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რისი მიხედვითაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
„180 გრადუსით არის შეცვლილი სიტუაცია, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს და დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ასევე ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი კვლავინდებურად გაიმყარა.