ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ

ლევან მაჭავარიანი

კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი. [მერობის თითოეული კანდიდატი] განმსჭვალულია ამ თვისებებით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატის თქმით, მისი და მისი თანაგუნდელების მოლოდინია, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებს.

„ჩვენი მოლოდინი არის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებსაც და საკრებულოს არჩევნებსაც.

კრიტერიუმებიი, რომლებითაც კანდიდატების შერჩევა მოხდა ეს არის - კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი. თითოეული ეს ადამიანი განმსჭვალულია ამ თვისებებით“, - აცხადებს მაჭავარიანი.

„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.