ლევან მაჭავარიანი: ბრიტანეთში არ არის სახარბიელო სიტუაცია, დროის მცირე მონაკვეთში, რამდენიმე პრემიერი გამოიცვალა, ბრიტანეთმა უნდა იზრუნოს თავის თავზე, დემოკრატიაზე თავის ქვეყანაში

ლევან მაჭავარიანი

„ბრიტანეთში არ არის სახარბიელო სიტუაცია. დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, რამდენიმე პრემიერი გამოიცვალა. ბრიტანეთმა უნდა იზრუნოს თავის თავზე, დემოკრატიაზე თავის ქვეყანაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანეთს იდენტობის პრობლემა აქვს.

„ბრიტანეთში არ არის სახარბიელო სიტუაცია. დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, რამდენიმე პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. ბრიტანეთმა უნდა იზრუნოს თავის თავზე, დემოკრატიაზე თავის ქვეყანაში.

2024 წელს 12 000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ Facebook-ზე კონსერვატორული პოსტები ჰქონდათ დაწერილი, რაც არის კატასტროფული.

იდენტობის პრობლემა უდგას ბრიტანეთს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ახალშობილების ყველაზე პოპულარული სახელი მუჰამედია. მუჰამედი ნამდვილად კარგი სახელია, თუმცა ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბრიტანეთს აქვს იდენტობის პრობლემა. უნდა მიხედონ თავის თავს და დაუბრუნდნენ იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებზეც ისინი იდგნენ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.