გარდაიცვალა „რა სად?როდის?" წევრი ბესიკ ბუთურიშვილი
1731651782
ვიხილეთ არაერთი ევროპარლამენტარის განცხადება ჩვენი ქვეყნის მისამართით, რომელიც სრულიად ობიექტურ მოცემულობაზე იყო დაფუძნებული, მაგრამ ასევე ვიხილეთ ლობისტების, გარკვეული ჯგუფის განცხადებებიც, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
უმრავლესობის დეპუტატი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს გამოეხმაურა.
„ბოლო რეზოლუცია მინდა გავახსენოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, სადაც მათ პირდაპირ ჩაგვიწერეს, რომ თურმე რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ და ჩვენი ეკონომიკა გავანადგუროთ, მაშინ როდესაც ამ ევროპარლამენტარების ქვეყნების ნაწილი რუსეთს არანაირ სანქციას არ უწესებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.