წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ასეთი ტენდენციაა, რომ რაიმე ტიპის დანაშაულში ბრალდებულები ცდილობენ პოლიტიკას ამოეფარონ. შეგვიძლია გავიხსენოთ ბატონი ჯაფარიძის და ბატონი ხაზარაძის ქეისი, მათ რიგებს მიუერთდა ბატონი ბაჩიაშვილიც, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ეს ადამიანები და მათი გარე უფროსები შემდეგ ერთი და იგივე რიტორიკას გვთავაზობენ.
„მათი გარე უფროსები, ვინც დაინტერესებულები არიან საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, მოაბრუნონ უკან მართული აგენტები, რომლებიც მათ დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ, შემდეგ ერთი და იგივე რიტორიკას გვთავაზობენ, ერთი და იგივე მესიჯბოქსით მოქმედებენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.