ლევან მაჭავარიანი ახალ რეგულაციებზე: რაღაც ტიპის კანონები მკაცრდება. ადამიანი, რომელიც არის მზად ჩაიდინოს დანაშაული, მან უნდა იცოდეს, რომ ამ დანაშაულს მოჰყვება უკვე უფრო მკაცრი ფორმა

ლევან მაჭავარიანი

რაღაც ტიპის კანონები მკაცრდება იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს იმისი საშუალება, რომ მშვიდად მართოს ქვეყანა,- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები პრევენციულ ხასიათს ატარებს.

„ეს ატარებს პრევენციული მექანიზმის ხასიათს ერთის მხრივ. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის მზად, რომ ჩაიდინოს დანაშაული, მან უნდა იცოდეს, რომ ამ დანაშაულს მოჰყვება უკვე უფრო მკაცრი ფორმა. ამ შემთხვევაში პოტენციურ დამნაშავეებზეა საუბარი თორემ კეთილსინდისიერი მოქალაქე ვინც დანაშაულს არ ჩადის, იმას ეს კანონი საერთოდ არ აწუხებს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. საუბარია სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შესატან ცვლილებებზე.