1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ხაბეიშვილის განცხადებები ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო, აგრესიული და არ შეიძლება, მას აუცილებლად ვუპასუხოთ, თუ მის განცხადებას არანაირი დასაბუთება არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ხელები მიემტვრევა, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტულ დოკუმენტაციას აყალბებს“.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ხაბეიშვილი ვინმეს ხელებს მოამტვრევს, ფეხებს თუ ყურზე ხახვს დააჭრის, ამ საკითხებზე ადეკვატური კომენტარი არ აქვს.
„ტრაგიკულ მოვლენებს „ნაცმოძრაობაში“ დაემატა ის, რომ პასუხის გაცემა ხაბეიშვილის განცხადებებზეც მოგვიწევს. ხაბეიშვილის განცხადებები ყოველთვის იქნება ხეპრული, როყიო, აგრესიული და არ შეიძლება, მას აუცილებლად ვუპასუხოთ, თუ მის განცხადებას არანაირი დასაბუთება არ აქვს. რეალურად შევაფასოთ, სააკაშვილის გარშემო რა ხდება „ვივამედში“. ხაბეიშვილი ვინმეს ხელებს მოამტვრევს, ფეხებს თუ ყურზე ხახვს დააჭრის, ამ საკითხებზე ადეკვატური კომენტარი არ მაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.