არუნ ხათრი ასახელებს ხილს, რომელიც კიბოს უჯრედებს ამარცხებს
1761337845
ზოგადად, გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ არის ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი. მთელი ამ სამასი დღის განმავლობაში ჩვენ ვადევნებდით თვალყურს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისთვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა გზა მაინც იკეტებოდა, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, მთავარია, რომ ეს პროპორცია იყოს დაცული.
„დაცული უნდა იყოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადადგილების უფლება, ვინც რუსთაველის გამზირზე მოძრაობას, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდაც, 100-მა კაცმა შეაფერხოს, გადაკეტოს. გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ მესმის, ამ ქუჩის გადაკეტვის აკვიატება მთელი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა იოსელიანმა.