მტრედები არ შორდებიან ბავშვებს... - რა ვიდეოს აქვეყნებს ოჯახის ახლობელი
1736625167
უნგრეთი დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო დაეხმარება ჩვენსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს დახვდა.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო მზად არის გაღრმავოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის მზად ვართ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, კიდევ უფრო შედეგიანი იყოს, პროდუქტიული იყოს. თუმცა ეს ურთიერთობები უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ასევე, ისიც ფაქტია, რომ უნგრეთი დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო დაეხმარება ჩვენსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ მზად ვართ, არასდროს ვყოფილვართ სხვა პოზიციაზე მიზნა ეს ხაზგასმით აღვნიშნო. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს კიდევ უფრო გაღრმავდეს. მომავალში ჩვენ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო ხელსაყრელი იქნება ორივე მხარისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.