ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
თავად არიან გაუმჭვირვალე და ზუსტად ამიტომ ითხოვდნენ, რომ გამჭვირვალობის კანონი არ მიგვეღო. უკვე ფეისბუქზეც არ ავრცელებენ იმ ინფორმაციას, თუ საიდან ფინანსდება მათი რეკლამები, - განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძე პარტია „ლელოზე“ საუბრისას.
მისი თქმით, მათი მიზანია, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ, რაც არ გამოუვათ.
„პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ ყველაფერია, გარდა იმისა, რაც შეიძლება, რომ პოლიტიკური გაერთიანება იყოს. ეს ადამიანები ეჭვმიტანილები არიან და კონკრეტული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არის მათ დანაშაულებთან დაკავშირებით, ასე რომ, არაფერი გვიკვირს. თავად არიან გაუმჭვირვალე და ზუსტად ამიტომ ითხოვდნენ, რომ გამჭვირვალობის კანონი არ მიგვეღო. უკვე ფეისბუქზეც არ ავრცელებენ იმ ინფორმაციას, თუ საიდან ფინანსდება მათი რეკლამები, რა არის დაფინანსების წყარო. მიზანი ისედაც გასაგებია, რომ როგორმე ბარიერი გადალახონ, მაგრამ მგონია, რომ ესეც არ გამოუვათ“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
„ლელო“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოლიტიკურ პოსტებს აქვეყნებს, შემდეგ ისე არეკლამებს, რომ ამ რეკლამაში გადახდილი თანხა კონფიდენციალური დარჩეს. ეს მაშინ, როდესაც პოლიტიკური რეკლამის ფინანსური წყარო, ზოგადად, საჯარო და გამჭვირვალეა. „ლელოს“ რეკლამების ნაწილი „ფეისბუქმა“ შეაჩერა ავტორიზების გარეშე პოლიტიკური შინაარსის პოსტების დარეკლამების გამო.