პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები გუშინდელი აქციით უკმაყოფილებას ვერ მალავენ. ჯერ უშუალოდ აქციაზე, შემდეგ სოციალურ ქსელებში ექსპრეზიდენტის მომხრეები აქტიურად აკრიტიკებენ აქციის ორგანიზატორებს და მათ ბრძოლის მეთოდს უწუნებენ.
„რისთვის ვრჩებით, გეგმას არ გვეუბნებიან. ჩვენ გვაინტერესებს რისთვის უნდა დავრჩეთ აქ. მგონია,რომ ისევ ბიძინა ივანიშვილის ლეღვისფოთლობის ამბავია. მიხეილ სააკაშვილზე, პრეზიდენტზე არცერთ სიტყვას არ ამბობენ, რომ გათავისუფლდეს. მე მგონია რომ ეს არის შეთანხმება” - განაცხადა აქციაზე მყოფმა ირინა ცააძემ, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მსჯავრდადებული ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი ცააძის დამ.
აქციის დასრულების შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა: “ბორინკას ლეღვისფოთლობა აქცია დასრულდა მელიასეული მსვლელობით... ბორინკას ბიტკოინები კარგად აქვთ ათვისებული, უფასო ფულიც აქვთ და ნარკოტიკებიც“.