პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა საუბარი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება სინამდვილეში სხვა ადამიანის მიერ იმართება.
„რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ განმარტება, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩის განმარტება, რომ რაც შეეხება ტერმინ დეოლიგარქიზაციას, ამაში იგულისხმება ზოგადად ეკონომიკური გავლენის მქონე ადამიანების გავლენის კონტროლი ან შემცირება ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებზე. თავის თავში ეს გულისხმობს არა ინდივიდუალურ ადამიანებს, არამედ უპირველეს ყოვლისა ინსტიტუციების გაძლიერებას. მოვისმინეთ განმარტება, რომ ეს მოხვდა სამივე ქვეყნის პრიორიტეტებში და არ არის სპეციფიურად რომელიმე ქვეყანაზე, არ არის სპეციფიურად საუბარი რომელიმე ადამიანზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დღეებში არ წყდება, მათ შორის ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრის განცხადება, კვლავ ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ სამიზნედ ამოღება. ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სინამდვილეში სხვა ადამიანის მიერ იმართება. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის. ხდება გამრუდება იმ აზრის, რომელიც ჩადო ევროკავშირმა და ამის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის. ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლოგარქია, ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სონამდვილეში სხვა ადამიანის მიერ იმართება. ეს არის ქართული დემოკრატიის პირდაპირი შეურაცხყოფა.
საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას. ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა იმის თქმა, რომ სინამდვილეში პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ სხვაგან ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. ამას სჭირდება პასუხი. არ შეიძლება ასე უაპელაციოდ ხალხის არჩევანის შეურაცხყოფა. ქართველმა ხალხმა მანდატი მიანიჭა იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში და ამის ეჭვქვეშ დაყენება, თითქოს ეს პოლიტიკური გუნდი დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებას, არის ამ პოლიტიკური გუნდის, ამ ხელისუფლების და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.