1000 ლარი ოჯახებს მერიისგან - ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
1769634041
დებატების სრულყოფილ დაბრუნებას ოპონენტების თავისუფლება სჭირდება, არა განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯები. სწორედ ამას გულისხმობს ლევან ხაბეიშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დებატებზე უარი არასდროს უთქვამს.
„ლევან ხაბეიშვილი როდესაც ბრძოლაზე საუბრობდა, მათ შორის, მისი მხრიდან იყო გარკვეული კრიტიკა. ბრძოლა არ უნდა გაჩერდეს, უნდა იყოს მეტად ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული, მოქმედებაა საჭირო და, ცხადია, ამ მოქმედებისთვის საჭიროა კონკრეტული ლიდერები, რომლებიც უნდა მუშაობდნენ. სწორედ ამას ეხმიანებოდა ლევან ხაბეიშვილი. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს პოზიცია ექნება გააზრებული და, მათ შორის, კონკრეტულ ქმედებებშიც აისახება. ლევანის მეგობარი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, მესმის და ვუერთდები და მხარს ვუჭერ მის პოზიციას. ცხადია, რომ გამარჯვებას სჭირდება მოქმედება, მოქმედებას სჭირდება ლიდერები და ლიდერებმა უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი „ქართული ოცნების“ ყველაზე კონკრეტული ოპონენტია, რომელიც წლების განმავლობაში მათ კორუფციას ამხელდა და ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური განცხადების გამო ციხეში გამოკეტა.
„პოლიტიკურ ოპონენტებს როდესაც ტყვედ აიყვან, ამასობაში ამბობ, რომ დებატები გავხსნათო, პირველი, რაც უნდა გააკეთო, ოპონენტები უნდა გაათავისუფლო, შემდეგ კი დებატებიც იქნება და კონკრეტული მხილება მათი კორუფციული დანაშაულის. რაც შეეხება ქუჩაში ბრძოლას, ჩვენ კარგად გვესმის, მეტია გასაკეთებელი, კარგად ვიცით, რომ ამისთვის ერთიანობაც საჭიროა და მოქმედებაც, ეს პასუხისმგებლობა აქვთ კონკრეტულ ლიდერებსაც. მე დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
კითხვაზე, ამ განცხადების მთავარი ადრესატი არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, ფარულავა პასუხობს, რომ „კონკრეტული ადრესატი არავინ ყოფილა, აქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველომ უნდა გაიმარჯვოს“.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს, ბრძოლა წაგებულია, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ასე არაფერი გამოვა, ათასი კაცი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“. ლევან ხაბეიშვილმა ასევე დებატებთან დაკავშირებულ ინიციატივაზეც ისაუბრა: „მივმართავ, ვინც არის გარეთ, ოღონდ ამასაც პატიმრების მშობლებს ნუ „შეტენით“ და ეტყვით, თქვენ გააგრძელეთო. ეს ხალხი იბრძვის, რა ქნან. აიღეთ პასუხისმგებლობა. დებატებს რომ სთავაზობენ თუ რაღაცას, დებატებზე დაუჯექით, პირობითად, თუ პატიმრებს გამოუშვებენ. დაელაპარაკეთ, თუ ამ ეტაპზე ბრძოლა არ შეგვიძლია. სხვა გამოსავალი არ არის“.