ცნობილია, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა
1786702017
ჩვენ არა მხოლოდ პატივს ვცემთ გერმანიის პროგრამებს, რომლებმაც დიდი კონტრიბუცია გაუწია ჩვენს სამშობლოს, არამედ მიგვაჩნია, რომ გვაქვს საერთო მომავალი ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებს აქვთ.
„ჩვენს ქვეყანაში თუ ვინმე იცავს დემოკრატიას და ევროპულ მომავალს, ესენი არიან ჩვენი თანამოქალაქეები. ივანიშვილმა ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი თბილისიდან ჩაკეტა. ამ კარის გაღებას ცდილობენ ჩვენი თანამოქალაქეები. სწორედ ამ საზოგადოებას, ქვეყნის პატრიოტებს აქვთ სრული მხარდაჭერა გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ არა მხოლოდ პატივს ვცემთ გერმანიის ამ დახმარებებს, პროგრამებს, რომლებმაც დიდი კონტრიბუცია გაუწია ჩვენს სამშობლოს, არამედ მიგვაჩნია, რომ გვაქვს საერთო მომავალი ევროპულ ოჯახში, მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის წარსულია და ძალიან მალე ქართველი ხალხი ამ მძიმე, სამარცხვინო ფურცელს გადაშლის“, – განაცხადა ფარულავამ.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის საელჩომ ახალდანიშნული ელჩის, ბარბარა ფოსის პირველ კომენტარი გაავრცელა:
„არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება“, – განაცხადა ფოსმა.