ჯონდი ბაღათურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1759747969
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება ხელს შეუწყობს ,,შუა დერეფნის" მარშრუტზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების მოცულობების გაზრდას და მიწოდების ვადების შემცირებას, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ ყაზახეთში გამართულ მე-7 საერთაშორისო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ბიზნესფორუმზე - „ახალი აბრეშუმის გზა“ - სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ,,შუა დერეფანი" კვლავ რჩება საქართველოსთვის სატრანზიტო ტვირთების მთავარ მიმართულებად. მისივე განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს საბაჟო პროცედურების გაციფრულების პროცესი.
„საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება ხელს შეუწყობს გამტარუნარიანობის გაზრდას. ჩვენ შეგვეძლება მეტი ტვირთის გადაზიდვა და დროის შემცირება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ტვირთმფლობელებისთვის. დღეს ჩვენ ვმუშაობთ სერვისების გაუმჯობესებაზე, რაც გულისხმობს ლოგისტიკური მომსახურების გამარტივებას ტვირთმფლობელებისთვის. საქართველოს რკინიგზის სერვისები უნდა გახდეს კიდევ უფრო მოქნილი ტვირთმფლობელებისთვის, ტარიფები კი კონკურენტუნარიანი“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.