ლანა ღოღობერიძე: ცივილიზებული სამყარო არის ბოროტების წინააღმდეგ ერთსულოვანი

ლანა ღოღობერიძე

„მთელი კაცობრიობა გაერთიანდა ერთი გონებადაკარგული დიქტატორის წინააღმდეგ... ცივილიზებული სამყარო არის ბოროტების წინააღმდეგ ერთსულოვანი“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ძნელი დასაჯერებელია რომ ახლა დიპლომატიამ გაიმარჯვოს. მე უბრალოდ ვხედავ პირიქით. ვხედავ აქტიურობას მთელი მსოფლიო, თავისუფალი სამყაროს აქტიურობას. ეს მართლა  არნახულია, ეს ხომ არ მომხდარა არასდროს. მთელი კაცობრიობა გაერთიანდა ერთი გონებადაკარგული დიქტატორის წინააღმდეგ...“, - განაცხადა ღოღობერიძემ. 

მისი თქმით, საოცარი ამბავი თამაშდება ჩვენს წინაშე. 

„ეს ის მომენტია, როდესაც წარმოუდგენელია,  ორი აზრი არსებობდეს ამ მოვლენის შესახებ. ყოველ შემთხვევაში ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვეულებრივი ადამიანური ემოციებით, ის უსაზღვროდ შეძრწუნებულია. მართლა არც კი იცი რა სიტყვებით გამოვხატო ის შეძრწუნება, რომელსაც ახლა განვიცდი. როდესაც ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ასე იღუპებიან, ჯერ ბავშვები კვდებიან, ხალხი აყრილია თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან,სახლები ინგრევა და ეს ყველაფერი რატომ? იმიტომ რომ ერთი სისხლიანი დიქტატორი, რომელიც თავსგასულია დაუსჯელობით. მე დარწმუნებული ვარ ამაში. იმიტომ რომ მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი კაცობრიობის წინაშე  და ამდენ ხანს მაინც დაუსჯელი იყო. ამით თავგასული და სადღაც გონება დაკარგული მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, რომ თავს დაესხას სხვა ქვეყანას, მეორე ქვეყანას, რომელსაც ის თვლის თავის ნაწილად. ასე აქვს გადაწყვეტილი რომ უნდა შემოიერთოს, უნდა შემოიერთოს რუსული მიწები ასეთი იდეა ამოძრავებს სრულიად გონება დაკარგულ ადამიანს. ჩემთვის შინაგანად ნათელია, რომ ის არ არის ახლა ადეკვატური. საოცარი ამბავი თამაშდება ჩვენს წინაშე...“, - განაცხადა ლანა ღოღობერიძე.