ლალი აფციაური: ვერავინ დამაჯერებს, რომ ვინც ის პერიოდი გამოიარა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას - ეს არის წარმოუდგენელი

ლალი აფციაური

ვერავინ დამაჯერებს, რომ ვინც ის პერიოდი გამოიარა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას?! ეს არის წარმოუდგენელი, - განაცხადა უფლებადამცველმა ლალი აფციაურმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„დანარჩენები ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტებია, საიდან მოვიდნენ აბა? იქ (აქციაზე) უცხო სახე ვინ არის?! შემძვრალნი არიან ბუჩქებში და გამოხტებიან, თითქოს აქციის ორგანიზატორები არ არიან“, - აღნიშნა ლალი აფციაურმა.

მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.

„არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაა თუ პოზიცია, ნებისმიერიო ძალადობა მიუღებელია. მაგრამ იმ, დროს როდესაც ასეთი გავეშებული ახალგაზრდები,როდესაც უფროსი არავინ ჰყავთ და არავინ ეუბნება, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, რომ შეუშვა პარლამენტის შენობაში, რას გააკეთებენ?! გადაწვავენ ყველაფერს“, - აღნიშნა ლალი აფციაურმა.

სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის ვითარება დაიძაბა. სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა სამართალდამცველთა წინააღმდეგ პიროტექნიკა გამოიყენა.