28 წლის გოგო, რომელმაც ტყუპები გააჩინა გარდაიცვალა
1731680284
ეუთოს დასკვნა, როგორც არ უნდა იყოს შეფასებული არჩევნების შედეგები, რა შენიშვნები და რეკომენდაციებიც არ უნდა იყოს გამოთქმული, ამას უკვე პარლამენტის მუშაობაზე, პარლამენტის ლეგიტიმაციაზე შედეგი და გავლენა ვერ ექნება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ დელეგატმა ლადო ბოჟაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს დასკვნას პარლამენტის ლეგიტიმაციაზე გავლენა ვერ ექნება, სადამკვირვებლო მისიის შეფასება პოზიტიური იყო.
„ეუთოს, რომ აღმოეჩინა დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში, რაც დაამძიმებდა წინასაარჩევნო გარემოს, ის ამას იტყოდა შუალედურ დასკვნებში და მათ ასეთი რამე არ უთქვამთ. კენჭისყრის დროს, რომ აღმოეჩინა ის სავარაუდოდ დარღვევები, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, ის იმავე დღეს გააკეთებდა ასეთ განცხადებებს და მაშინვე იქნებოდა მწვავე შეფასებები და მაშინ კარგად ორგანიზებულზე, სამართლიანად ჩატარებულზე, კონკურენტუნარიან გარემოზე და ა.შ. ამ ტერმინებით ბუნებრივია არ ისაუბრებდნენ და პირდაპირ მიუთითებდნენ დარღვევებზე“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.