კრიმინალი კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს, მისი ჯიბის ტელეკლოუნები დემოკრატიაზე გველაპარაკებიან - აბაშიძე

აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტების ამოღებას ეხმიანება, რომელიც, როგორც ირკვევა, კეზერაშვილმა 2008 წლის ომის დროს, 12 აგვისტოს შეიძინა.

აბაშიძის განცხადებით, სამართალი, მართალია ოდნავ დაგვიანებულია, თუმცა ის მაროდიორებსაც მიხედავს.

„კრიმინალი კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს, მისი ჯიბის ტელეკლოუნები დემოკრატიაზე გველაპარაკებიან. ყველაფერი დროებითია, მოთმინებაა საჭირო. მაროდიორებსაც მიხედავს სამართალი, რომელიც ოდნავ დაგვიანებულია ჩვენს შემთხვევაში" - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.