1764264730
კოტე ჟღენტი უკრაინის ომზე: ევროპელების კონტრგეგმამ, რომელიც წარმოადგინეს იმის შემდეგ, რაც ტრამპმა თავისი გეგმა წარმოადგინა, უფრო მეტად გააღიზიანა პუტინი
ჩემი აზრით, ევროპელების კონტრგეგმამ, რომელიც წარმოადგინეს იმის შემდეგ, რაც ტრამპმა თავისი გეგმა წარმოადგინა, უფრო მეტად გააღიზიანა პუტინი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიპლომატმა კოტე ჟღენტმა, უკრაინაში მიმდინარე ომის შეჩრებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე.
მისი თქმით, უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი გეგმა გამაღიზიანებელი აღმოჩნდა პუტინისთვის და ამან კიდევ უფრო მეტად გაამწვავა პროცესი.
„ჩემი აზრით, ევროპის კონტრგეგმამ, რომელიც წარმოადგინეს იმის შემდეგ, რაც ტრამპმა თავისი გეგმა წარმოადგინა, იქ, ისეთი საკითხები იყო ჩართული, რომელმაც კიდევ უფრო მეტად გააღიზიანა პუტინი და კიდევ უფრო გაამკაცრებინა მიდგომები. ისეთი საკითხები, რომელიც ტრამპის აზრით და რა თქმა უნდა, იმ დიპლომატების, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში რუსეთის მხარესთან, იმათმა ისეთი საკითხები ჩამოიტანეს, რომ ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ასახული იყო ტრამპის გეგმაში.
უცბად გამოჩნდა ევროპელების გეგმა, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იყო და პირიქით, ეწინააღმდეგებოდა იმ საკითხებს, რომელზეც შეიძლებოდა შეთანხმება შემდგარიყო.
საქმე იმაშია, რომ შეიძლება ვიღაცას სჯერა, რომ ჩვენც, უკრაინასაც ნატოში აუცილებლად მიგვიღებენ. მე მივეკუთვნები იმ ადამიანებს ვისაც არასდროს სჯეროდა, რომ ნატოში მიგვიღებენ ერთი მიზეზის გამო - კონსენსუსი აუცილებელია, რომ იქ მიგიღონ. ეს კონსენსუსი იმ სიტუაციაში იმ ქვეყნების, ვინც ახლა ნატოს წევრები არიან და მით უმეტეს იმ მდგომარეობაში, როგორი ახლა არის მსოფლიოში პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამიტომ ამაზე დაწოლა, რომ არა, თვითონ ნატომ უნდა გადაწყვიტოს ვის მიიღებს, ევროპელების ამ გეგმაში ეწერა ხომ, რომ უარის თქმა ნატოზე არ შეიძლება. ამ დროს იქიდან [რუსეთი] ძირითადი საკითხი იყო, რომ უარი თქვან ნატოზე და თქვან, რომ ნეიტრალური ქვეყანა არის.
მეორეს საკითხი ტერიტორიების საკითხია. ტერიტორიებზე, როდესაც ამბობ, რომ „იცით რა, მერე იქნება განსახილველი ეს საკითხები“ მაშინ, როდესაც ცეცხლი შეწყვეტილი არ არის და სამხედრო უპირატესობა რუსეთის მხარეზეა, კი ბატონო, ითვლიან მეტრებს რამდენით წაიწიეს, მაგრამ ფაქტი ხომ არის, რომ რუსეთი წინ მიდის და უკრაინა უკან იხევს და უპირატესობა პატარა, მაგრამ აქვს“, - განაცხადა კოტე ჯღენტმა.











