„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს

ჰი

 დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეებს, რომლებიც ფინანსურ და სამოხელეო დანაშაულებში იქნებიან მსჯავრდადებულები, 30 წლის განმავლობაში ფინანსური დეკლარაციების შევსება მოუწევთ.

დეკლარაციის შეუვსებლობა, კანონის თანახმად, შესაბამის პასუხისმგებლობას გაითვალისწინებს, რომელიც ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით ისჯება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცვლილებები პრევენციულ მექანიზმს წარმოადგენს.