კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა - ირაკლი ბერაია

ბერაია

„კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა, მისწრაფებების დადგენა, საქმიანობის შეზღუდვა და ჩაშლა“, - ამის შესახებ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ არის მითითებული იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც უწყება ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წინააღმდეგ. პირდაპირ წერია, რომ კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა, მისწრაფებების დადგენა, საქმიანობის შეზღუდვა და ჩაშლა. პირდაპირ არის ჩანაწერი ანგარიშში, რომ ბევრ სუბიექტს, ვინც მოხვდებოდა დიპლომატიური საფარის ქვეშ და მათთან კავშირში მყოფ პირებს, მოუხდათ ქვეყნის დატოვება“,- აღნიშნა ბერაიამ.