ზაზა თელია ასახელებს საუკეთესო ზეთს, საკვების მოსამზადებლად
1760459135
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონებში ცვლილებებს პარლამენტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილავს.
ცვლილებებით, კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო, ან ადგილობრივ არჩევნებში, ვერ დაიკავებენ პოლიტიკურ თანამდებობებს და ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობას. ცვლილებები შეეხებათ კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებსაც - მათ აეკრძალებათ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებულ პირთა პარტიულ სიებში შეყვანა, მათგან შემოწირულებების მიღება; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებების ადრესატები არიან ის პარტიები, რომლებიც გარე დავალებით მოქმედებენ და რომელთა მიზანი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობაა.