გაზი ორი დღით შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
1761679861
მმართველი გუნდი კონკრეტულ სამ პარტიას რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს და მათი რადიკალური ქმედების აკრძალვასა და პოლიტიკური ველის მოსუფთავებას ითხოვს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" წლების განმავლობაში, ძირს უთხრიდა საქართველოს კონსტიტუციას.
"კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ დაერღვიოს "ნაციონალურ მოძრაობას." ეს ნიშნავს, რომ ეს პარტია საკუთარი საქმიანობის განმავლობაში, ძირს უთხრიდა საქართველოს კონსტიტუციას, ქართულ სახელმწიფოს და პირდაპირ მტრობს ქართველ ხალხს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება ერთადერთი გადაწყვეტილება, ამისთვის ყველა არგუმენტი საჯაროა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
"ქართული ოცნების" სარჩელი უკვე მზადაა. სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მმართველი პარტია დღეს მიმართავს. სარჩელზე არსებული ხელმოწერების ავთენტურობა პარლამენტმა უკვე დაადასტურა, რითაც 88 დეპუტატს სასამართლოში სარჩელის წარდგენის უფლება ოფიციალურად მიეცა. "ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ლელო - ძლიერი საქართველოს" არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ წარმოებაში მიღებიდან 9 თვის ვადაში უნდა მიიღოს.