1765569542
კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ და ჩვენი სახელმწიფო ორგანოები ამ მიზანს უნდა ემსახურებოდნენ - ლაშა ფარულავა
ბრიუსელში გარდაუვალ პოლიტიკურ ცვლილებებზე წერს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი, რასაც ქართული მხარე ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე ამბობდა, დღეს უკვე ამერიკამ დაადასტურა. ცვლილებების გარეშე კი ევროკავშირი "ცივილიზაციური განადგურების" პირას აღმოჩნდება, როგორც ეს ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაშია ნათქვამი. სპიკერი წერს, რომ ღირებულებების უგულებელყოფა ისე თვალსაჩინოდ არსად გამოვლენილა, როგორც საქართველოს მიმართ.
ოპოზიციის განცხადებით, როცა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, რომ ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ, სახელმწიფო ორგანოები ამ მიზანს უნდა ემსახურებოდნენ.
"დემოკრატიული პროცესი აჯანსაღებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც არის, მათ შორის, ევროკავშირში. რა თქმა უნდა, არის ქვეყნები, რომელთაც აქვთ პრობლემები - შიდა პრობლემები და ეროვნულ დონეზეა ეს პრობლემები ევროკავშირის ქვეყნებში. როდესაც ამერიკა, ამერიკული სტრუქტურა, პოლიტიკოსები აკრიტიკებენ ევროპას, ეს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგია და როცა ჩვენთან დაკავშირებით არის კრიტიკა, იმიტომ არის, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ და ჩვენი სახელმწიფო ორგანოები ამ მიზანს უნდა ემსახურებოდნენ," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა.












