კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ერთმანეთს თაკო ჩარკვიანი და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ

კომიტეტი

საქართველოს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერებისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, თაკო ჩარკვიანი მიხეილ ყაველაშვილს დაუპირისპირდა.

„გირგვლიანის [საქმის] მერე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რომ დადგება ადამიანი, ის არავისთვის მისაღები არ არის. რამდენი პროცენტი აიღეთ არჩევნებზე? მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ბოკერია... ვისთან ერთადაც დღეს პოლიტიკას აწარმოებთ, აი, იმ ხალხმა ჩაიდინა გირგვლიანის საქმე. ამას ვერ დამალავთ. მიიღეთ ციხიდან შეკვეთები და ლეიბები გაშალეთ რუსთაველზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ გირგვლიანის საქმეში ყოფილი პრეზიდენტია დამნაშავე.

„დადეთ ის ოხერი გამოძიება, რათა ვნახოთ, რომ [მიხეილ სააკაშვილი] დამნაშავეა. იმ კაცის პირდაპირი დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება. გირგვლიანის თემაზე... მითხარით, სააკაშვილმა მოკლა? მოაკვლევინა სააკაშვილმა? იკვეთება სააკაშვილის პირდაპირი დანაშაული?“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.