უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს და ვერც საარჩევნო კამპანიას წარმართავენ, სწორედ ამიტომ, მათი წინასაარჩევნო კამპანია ეფუძნება საზღვარგარეთ გაკეთებულ განცხადებებს, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი განცხადება, რაც საზღვარგარეთ კეთდება, შესაძლებელია, ქართველი ხალხის მიერ აღქმული იყოს, როგორც გავლენის მცდელობა წინასაარჩევნო კამპანიაზე.
„ქართველი ხალხი ყველა იმ ბრალდებას თუ ტყუილს ღირსეულ გასცემს პასუხს 26 ოქტომბერს, რომელიც ახლა ვრცელდება“, – განაცხადა დეპუტატმა.