1739335535
„კოლექტიურ ნაც მოძრაობას“ და მის ანასხლეტებს თავისი გასაჭირი აქვთ. არიან თავიდან ბოლომდე პრაქტიკულად დამარცხებულები, თან ყველა ფრონტზე - გურამ მაჭარაშვილი
„კოლექტიურ ნაც მოძრაობას“ და მის ანასხლეტებს თავისი გასაჭირი აქვთ. არიან თავიდან ბოლომდე პრაქტიკულად დამარცხებულები, თან ყველა ფრონტზე, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა
გააკრიტიკონ ამერიკის პრეზიდენტი მიიღებენ შესაბამის პასუხს და ამიტომ ამას ვერ ბედავენ, გააკრიტიკონ ევროკავშირი ისინიც მათი პატრონები არიან და ახლა არიან აბსოლუტურად გაჩუმებულები. გასაგებია მათი ასე ვთქვათ განულება პოლიტიკურ ველზე, ერთადერთი რაც არის აქ არის ის, რომ როგორც ვამბობდით მომავალი აქვს ახალ პოლიტიკურ ჯანსაღ ძალებს ქართულ ოპოზიციაში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ოპოზიცია, რომელიც მუდმივად საუბრობდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე და ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა, ახლა კითხვას, რომელიც ევროკავშირის ამერიკის ურთიერთობას ეხება გაურბის.