კობახიძე „კრედიტ სუისზე“: თუ არ არის ბანკის ფინანსური ინტერესი, გამოდის, რომ რაღაც სხვა ინტერესია. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინტერესი არ არის დაკავშირებული ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკასთან

თავმჯდომარე

თუ არ არის ბანკის ფინანსური ინტერესი, გამოდის, რომ რაღაც სხვა ინტერესია. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინტერესი არ არის დაკავშირებული ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკასთან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავაზე საუბრისა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული დავის მიმდინარეობას აკვირდებიან. ამ მხრივ მათთვის საინტერესო იყო ბიძინა ივანიშვილის წერილი, სადაც მკაფიო მინიშნება იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „თანხების გაჩერებას კავშირი შეიძლება ჰქონდეს გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებთან“.

„თუ თანხების გაჩერების მიზეზი არის ჩვენს მიერ განხორციელებული სამშვიდობო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი შეიძლება გახდეს. ფაქტია, რომ რაღაც სუფთად არ არის. როდესაც ბანკი საკუთარ თავს აზიანებს ასეთი უხეში ფორმით, რა თქმა უნდა, იქ მხოლოდ ფინანსური ინტერესი ვერ იქნება. პირიქით, ფინანსურად ანგრევს საკუთარ თავს „კრედიტ სუისი“. წარმოიდგინეთ, ფინანსური ინტერესი არ ჩანს, რადგან ფინანსურად ანგრევს საკუთარ თავს. გამოდის, რომ არის რაღაც სხვა ინტერესი. როდესაც ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობა თავისთავად ლოგიკურია. ის, რომ სასამართლო პროცეს ამდენი ხანი გრძელდება, ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ბანკის მენეჯმენტის ერთგვარი თვითმიზანია, თვითდაზიანება. ბანკს აზიანებენ ბოლომდე“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, შვეიცარიის ბანკის ანგარიშიდან არათუ გააქრეს თანხა და ამ დრომდე თანხის დაბრუნების საკითხს აჭიანურებენ.

„ეს ნიშნავს, რომ არცერთ კლიენტს „კრედიტ სუისის“ მიმართ ნდობა აღარ რჩება. სწორედ ამიტომ ინგრევა ბანკი და უამრავი სტატია მიეძღვნა და ეს ფაქტი გაშუქდა მედიაში“, - დასძინა კობახიძემ.