ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო მელიქიშვილის გამზირზე

ჩხუბი

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ მელიქიშვილის გამზირზე. კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე საპროტესტო აქციის მონაწილეები გამოჩნდნენ, რასაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პოლიცია ადასტურებს, რომ ორივე მხარეს არიან ნაცემები.

ამ დროისთვის, ვითარება განმუხტულია, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შსს-მ.

„მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები მიმართავენ კანონით დადგენილ ღონისძიებებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.