ცნობილია, ავარიის დროს დაღუპული 22 წლის ბიჭის ვინაობა
1765657888
ხაზარაძე არის თაღლითი და შესაბამისად, გასცემს ისეთ დაპირებებს, რომლებიც სინამდვილეში არის ტყუილი, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და მისი კოალიციის მიერ გაცემულ დაპირებებთან დაკავშირებით.
რატი იონათამიშვილის თქმით, ის ცდილობს, რომ მოატყუოს საზოგადოება და ამ ტყუილებით გავიდეს ფონს.
„სინამდვილეში, პირიქით ხდება. რაც უფრო მოიტყუება, მით უფრო იქნება უარყოფილი ჩვენი საზოგადოების მხრიდან და სწორედ ამიტომაც არის, რომ უკვე „ლელო“ ახლოსაც არ არის 5% ბარიერთან და სანამ 26 ოქტომბერი დადგება, მათი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ნულის ნიშნულს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.