კენჭისყრის პროცესი დასრულებულია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საარჩევნო კოლეგიის წევრებს მონაწილეობისთვის, აქტიურობისთვის - გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილი

ორი საათის შესრულდა, შესაბამისად, კენჭისყრის პროცესი დასრულებულია“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს.

„აქ იმყოფებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და ჩვენ გადავინაცვლებთ სხდომათა დარბაზში, სადაც განხორციელდება ხმები დათვლა, შედეგების დადგენა და შემაჯამებელი ოქმის შედგენა, რის შემდგომაც გაგაცნობთ შესაბამის შედეგებს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საარჩევნო კოლეგიის წევრებს მონაწილეობისთვის, აქტიურობისთვის და ასევე სპეციალური ჯგუფის შემადგენლობას გაწეული სამუშაოსთვის“ - განაცხადა კალანდარიშვილმა.