თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
შტატების ელჩმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, რომ ეს კარგი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა.
კელი დეგნანისგან დაინტერესდნენ როგორია მისი პოზიცია ყოფილი ჩინოსნის სანქცირებაზე:
"ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციების შესახებ. თუმცა გეტყვით, რომ ეს იყო კარგი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ისევე, როგორც ის საგამოძიებო პროცესებია, რომელსაც აწარმოებს ქვეყნის შესაბამისი უწყებები, რათა საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია იყოს გადაწყვეტილებების წყარო. ჩვენ თავად გვაქვს ჩვენი ძალიან საგულდაგულო და დეტალური შესწავლა და განხილვის პროცესი,როდესაც არსებობს გარკვეული ინფორმაცია და BBC-ს მოკვლევა ამის მნიშვნელოვანი კომპონენტია. რაც შეეხება სხვადასხვა ბრალდებებს, იმედს ვიტოვებ,რომ საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ აწარმოონ მათი პირადი გამოძიება და ეს კონკრეტული ინფორმაცია შეიძლება გახდეს პროცესის ნაწილი,"- განაცხადა კელი დეგნანმა.