დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ბიბისი“, რომელიც მსოფლიოში არის მედიის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მედიის სტანდარტების შემქმნელი და ფლაგმანი, შესაბამისად „ბიბისი“ 1 წელი მუშაობს და 1 წლის შემდეგ პროდუქტს რომ დადებს, იმას წყალი არ გაუვა“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი გლობალურ თაღლითურ ქსელთან არის დაკავშირებული.
„რატომ არის ეს ქვეყანა გაჭედილი? არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ძალიან გაუტკბა ძალაუფლებაში ყოფნა, არაფრით ეს ძალაუფლება არ ეთმობა. ძალაუფლების შენარჩუნებაზე არიან გადასული და ხომ ხედავთ რიკოთიდან დაწყებული ხან წყალს მიაქვს აშენებული ხიდი, ხან მოულოდნელი ქვათაცვენა არის მეწყრულ ადგილებში და მილიონი რაღაცა. „მცირე“ ქვათაცვენამ და ჟუჟუნა წვიმამ რიკოთი გაჭედა ამ ხნის განმავლობაში და ქვეყანა არის პარალიზებული“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
ელისაშვილი ჟურნალისტის რეპლიკასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, რომ „ბიბისის“ მასალა ბაობაბების ხეების და რიკოთთან დაკავშირებული თემების გამო წამოიწია.
„ხო „ბიბისიში“ არ ეძინათ, რიკოთი რომ ჩაკეტილიაო, აღდგომა მოდის და ხალხი თბილისიდან ვერ წავა დასავლეთში სასაფლაოებზე კვერცხებს ვერ გააგორებსო და ამიტომ ადგა და ლეწა „ბიბისიმ“ გამოძიება კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომ რიკოთის ამბავია გადასაფარიო {სტილი დაცულია}. რა სასაცილო მდგომარეობაში ვართ, წარმოგიდგენიათ?“, - აცხადებს ელისაშვილი.