კაცი, რომელიც დასცინოდა წმინდანებს, მისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან - გიორგი სოსიაშვილი სააკაშვილის შესახებ

გიორგი სოსიაშვილი

"კაცი, რომელიც 9 წლის განმავლობაში აუბედურებდა თავის ქვეყანას, დასცინოდა წმინდანებს, მისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ამ ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან" - ასე ეხმაურება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს სოციალურ ქსელში, სადაც ექსპრეზიდენტი ონისე ოქრიაშვილს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს.

გიორგი სოსიაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან სიძულვილის ენის წახალისება არ უკვირს.

"კაცი, რომელმაც მტერს ლანგრით მიართვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი, შიდა ქართლი მავთულხლართებით გადააღობვინა მტერს, ლანგრით მიართვა კოდორის ხეობა, კაცი, რომელიც 9 წლის განმავლობაში აუბედურებდა თავის ქვეყანას, დასცინოდა წმინდანებს, მისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ამ ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან. ამიტომაც აქებს ის და უწოდებს განათლებულ, საღად მოაზროვნე ადამიანს. ასეთი თაობის შექმნის მიზანი ჰქონდა სწორედ ამ ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებს და მათ შორის, მაგიტომ იყო ეს აგენტურა ხელისუფლების სათავეში, მაგიტომ მოიყვანეს თავის დროზე, რომ შეექმნათ ისეთი თაობა, რომელიც ამ ყველაფერს იკადრებდა," - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.