„რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის სამედიცინო ისტორიით თუ დოკუმენტაციით, არ დადასტურებულა ოფიციალურად ის, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა“ - პროკურორი

ფოტო

ვერაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა.

პროკურორის, მედეა ცირამუას თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და გამოყენებული იქნა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. გარდა ამისა, როგორც პროკურორი, მედეა ცირამუა ამბობს, რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის სამედიცინო ისტორიით თუ დოკუმენტაციით, არ დადასტურებულა ის, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა.

"მსურს, რომ ოჯახს გამოვუცხადო სამძიმარი, ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო და შემიძლია დარწმუნებით გთხრათ ის, რომ პროკურატურის პოზიცია ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ აუცილებლად, ყველა ასპექტში იქნება უმკაცრესი. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების და მიმალვის საფრთხე და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის სამედიცინო ისტორიით თუ დოკუმენტაციით, არ დადასტურებულა ოფიციალურად ის, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა," - აცხადებს პროკურორი, მედეა ცირამუა.