პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამბობენ - დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და ჩვენ ვუარობთ დიდის ამბით, წარმოუდგენელი ამბავია, სასაცილოა, ირონიულია, - ასე პასუხობს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე „მოქალაქეების“ და „გირჩის“ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.
„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს თუ არ წავიდეს, ამაში სხვა ვერავინ ჩაერევა, მისი გადასაწყვეტია. მე რომ მკითხოთ, თავის დროზე არ უნდა მოსულიყო მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში, იმიტომ, რომ გააუბედურა ეს ქვეყანა - ბნელი წარსული და ბნელი ისტორია დაუტოვა ამ ქვეყანას. ჩემო დამოკიდებულება ესაა. „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ჭკუაზე ივლის სააკაშვილი-თქო, ალბათ, ამ პროგნოზს ვერავინ გააკეთებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„გირჩმა“ და „მოქალაქეებმა“ დღეს ერთობლივ განცხადება გაავრცელეს.