კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - სანქციებს დავუწესებდი საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს, ამას ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან მუშაობით გავაკეთებთ

მელანი ჯოლი

საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დავუწესებთ, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ამ შეკითხვას გუშინ ვუპასუხე რიგაში, სადაც ბალტიის ქვეყნებთან „3+1“ შეხვედრას ვესწრებოდი. მე ვთქვი, რომ ნამდვილად დავუწესებდი სანქციებს თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს საქართველოში და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან მუშაობით გავაკეთებთ“, – განაცხადა მელანი ჯოლიმ.