სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1730834133
კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
„ახლახან ვთხოვე გენერალ-გუბერნატორს დაითხოვოს პარლამენტი და ახალი ფედერალური არჩევნები 28 აპრილს დანიშნოს. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ყველაზე ძლიერი ეკონომიკა „დიდ შვიდეულში“. ჩვენ უნდა ვრეაგირებდეთ პრეზიდენტ ტრამპის ტარიფებზე. კანადელებმა უნდა აირჩიონ, თუ ვინ აიღებს ლიდერობას ამ პირობებში“, - დაწერა კარნიმ.
ცნობისთვის, 6 იანვარს კანადის პრემიერ-მინისტრმა და „ლიბერალური პარტიის“ თავმჯდომარემ ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ პარტიის ლიდერისა და პრემიერის თანამდებობის დატოვებას აპირებს. მარტში კანადის მმართველი „ლიბერალური პარტიის“ თავმჯდომარის არჩევნებში 59 წლის მარკ კარნიმ გაიმარჯვა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა.