წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1775242468
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ყველა ის კომპანია, ან პირი, რომელიც სანქციებში მოხვდა, ვერ შეძლებს საქართველოში კომპანიის დარეგისტრირებას.
კითხვაზე, საქართველოში კომპანიის რეგისტრირების შემთხვევების მატება ხომ არ აჩენს „შავი ფულის“ შემოტანის ეჭვს, კალაძემ უპასუხა:
„ყველა ის კომპანია, ან პირი, რომელიც სანქციებში მოხვდა, ვერ შეძლებს საქართველოში კომპანიის დარეგისტრირებას, ეს ყველაზე მთავარია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს სანქციები. არავის შემოსვლას არ ვეწინააღმდეგებით. რუსეთის და ბელარუსიის ბევრი მოქალაქე შემოდის, ასევე უკრაინის. ყველას მიეცემა შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში აწარმოოს ბიზნესი, ან იცხოვროს. ყველა კომპანიასა და ადამიანზე საჯაროდ არის ცნობილი, თუ ვინ და რა კომპანია არის სანქცირებული. ამის გადამოწმება მარტივია ",- აღნიშნავს კალაძე.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778
გორში ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა
1775240373