ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს ზოგიერთ ბიუროკრატს – რაღაც სისულელეს რომ იტყვიან, თითქოს ეს სრული ჭეშმარიტებაა და აუცილებლად უნდა ავიტაცოთ, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანსაღი კრიტიკა ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა, ზეწოლა, რომელიც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატისგან მოდის, კატეგორიულად მიუღებელია.
„გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ჯანსაღი კრიტიკა თუ პოლემიკა ჩვეულებრივი პროცესია. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა მოცემულობა. ჩვენ პირდაპირ გვეუბნებიან თეთრზე, რომ შავია. მათი განცხადებები დაფუძნებულია ტყუილზე, ცილისწამებაზე, შანტაჟზე. იყო პირდაპირი მცდელობები კონკრეტული მაგალითები, თუნდაც არჩევნებში ჩარევა რომ უნდოდათ. მსგავსი დამოკიდებულება, რომ ჩაერიო სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში, კატეგორიულად მიუღებელია.
ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო, რომ ჩვენ მითითებები მოგვცენ, ბრძანებები გასცენ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს. ეს არის ის, რითაც ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იამაყონ. რა თქმა უნდა, ჩვენდამოუკიდებლობას დავიცავთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი განვამტკიცოთ. შესაბამისად, ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს ზოგიერთ ბიუროკრატს – რაღაც სისულელეს რომ იტყვიან, თითქოს ეს სრული ჭეშმარიტებაა და აუცილებლად უნდა ავიტაცოთ, კატეგორიულად მიუღებელია. კეთილი ინებონ და პატივი სცენ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.