ცნობილი ბლოგერი ათასობით მაყურებლის თვალწინ, პირდაპირ ეთერში ტრაგიკულად დაიღუპა
1759265262
პირველი ოქტომბერი განსაკუთრებული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის, ამ დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ქართველი ხალხის მრავალათასიანი პროტესტის შედეგად მიაღწია გამარჯვებას ბოროტებაზე, ქვეყნის უკუსვლასა და ადამიანის შელახულ უფლებებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უიმედობა, შიში, ღირსების აყრა, საკუთრების უფლების ფეხქვეშ გათელვა შეცვალა იმედმა და რწმენამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას მოჰყვა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა სასწორზე დადო საკუთარი ოჯახის სიცოცხლე და უსაფრთხოება და ქართველ ხალხთან ერთად მიაღწია გამარჯვებას. სწორედ 2012 წლის პირველი ოქტომბერი იქცა ჩვენი ქვეყნის განვითარების დასაწყისად და იმ ფაქტის მთავარ მტკიცებულებად, რომ ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი, მათი ნება-სურვილი და ინტერესები. ბოლო 13 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა თუ განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა პროექტებმა ასევე ცხადყო, რომ მმართველ გუნდს რეალურად შეუძლია ქვეყნის განვითარება, წინსვლა და მსოფლიო რუკაზე ღირსეული ადგილის დამკვიდრება. „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ არ ჰყავს კონკურენტი, რაც 13 წლის შემდეგ, 4 ოქტომბერსაც ნათლად დადასტურდება. ვულოცავ „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებს ამ დღეს. კიდევ ერთხელ გამარჯვებები და წარმატებები ჩვენს გუნდს და სრულიად საქართველოს. წინ უამრავი გამარჯვება გველოდება“, – წერს კალაძე.