კახა კალაძე: ოპოზიცია რადარებიდან გაქრა და ის მხარდამჭერებიც დაკარგა, ვინც ჰყავდა

კახა კალაძე

4 ოქტომბერს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მიუჩენს თავის ადგილს ამ უსამშობლო მოღალატე აგენტურას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არჩევნებში ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს, რადგან მისი თქმით, ის მხარდამჭერებიც დაკარგეს, ვინც ჰყავდათ.

„ოპოზიციის მხრიდან ე.წ. მშვიდობიან რევოლუციაზე გაკეთებულ განცხადებებს რაც შეეხება, ყველა წყალწაღებული ამაზე საუბრობს. მათ არანაირი რესურსი, მხარდაჭერა არ აქვთ, არიან განულებული, როგორც პოლიტიკოსები და როგორც ადამიანები. მათი განცხადებები საერთოდ არავის აინტერესებს. ოპოზიცია რადარებიდან გაქრა. ის მხარდამჭერებიც დაკარგეს, ვინც ჰყავდათ. მსგავსი სულელური განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობენ და მეტი არაფერი.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ 4 ოქტომბერს ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც საკრებულოების, ასევე მერების დონეზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გაიმარჯვებს. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მიუჩენს თავის ადგილს ამ უსამშობლო მოღალატე აგენტურას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.