ბოლო ცნობები “დედ ჰასანის“ შვილიშვილზე, რომელიც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთად დასახელდა
1758796923
სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად მითვისების საქმეში ბრალდებულ ბიჭიკო პაიკიძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, ამ წუთებში, საქმეზე დაკავებულებს ბრალს უყენებენ. მათთან ერთად, მათი უფლებადამცველებიც იმყოფებიან.
საქმეზე დაკავებულია 5 ადამიანი - "ბიპი ტრანსის" დირექტორი, ამავე კომპანიის მენეჯერი და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 6 დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულებმა 4 მილიონზე მეტი, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დროს, საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესში, თაღლითურად მიითვისეს.