თენგიზ შარმანაშვილი: უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის უნდა ეცალოს, რომ გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე ილაპარაკოს?

თენგიზ შარმანაშვილი

მმართველ გუნდში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს შესახებ გაჟღერებულ განცხადებას აფასებენ. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ კიევმა თბილისს ომში არჩართვა არ აპატია.

„არ გვპატიობენ, რომ არ ჩავერთეთ საომარ ავანტიურაში და არ გვპატიობენ, რომ არ ჩავერთეთ ეკონომიკურ ავანტიურაში. უკრაინის პრეზიდენტს, როდესაც ასეთი კატასტროფული ვითარებაა უკრაინაში, როგორც საომარი, ასევე დემოკრატიისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, იმისთვის უნდა ეცალოს, რომ გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე ილაპარაკოს?“ - კითხულობს შარმანაშვილი.

უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას გაეროს ტრიბუნა საქართველოს კრიტიკისთვის გამოიყენა.