1758658955
ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერზე, თუ რაიმე რადიკალიზმს ექნება ადგილი, პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ ამ რადიკალურ ჯგუფებს, ჩვენს შიდა აქტორებს, არამედ იმ ევრობიუროკრატებსა და ელჩებს, რომლებიც ამ ყველაფერს ახალისებენ

4 ოქტომბერზე, თუ რაიმე რადიკალიზმს ექნება ადგილი, პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ ამ რადიკალურ ჯგუფებს, ჩვენს შიდა აქტორებს, არამედ იმ ევრობიუროკრატებსა და ელჩებს, რომლებიც ამ ყველაფერს ახალისებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, პროტესტის უფლება ყველას აქვს, შეუძლიათ წლობით აპროტესტონ რაც არ მოსწონთ, თუმცა კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებიდან არ უნდა გავიდნენ.
„რადიკალიზმისკენ არიან მოწადინებულები, 13 წელია ამას ვუყურებთ, რამდენი რევოლუციის მცდელობა ჰქონდათ. იქნება რაღაც ქაოსის შემოტანის მცდელობა, თუმცა ჩვენ ყველაფერს აღვკვეთთ. აბსოლუტურად ყველა, ნებისმიერი ადამიანი, გარე აქტორი იქნება თუ შიდა აქტორი, დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით, რომელიც გავა კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა. შესაბამისად, მოვუწოდებთ რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ.
პროტესტის უფლება ყველას აქვს, შეუძლიათ წლობით აპროტესტონ რაც არ მოსწონთ. უბრალოდ, არ გავიდნენ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებიდან, ხოლო 4 ოქტომბერზე, თუ რაიმე რადიკალიზმს ექნება ადგილი, პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ ამ რადიკალურ ჯგუფებს, ჩვენს შიდა აქტორებს, არამედ იმ ევრობიუროკრატებსა და ელჩებს, რომლებიც ამ ყველაფერს ახალისებენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.