კახა კალაძე მარკ რუტეს განცხადებაზე: დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ვიღაცამ სათავისოდ არ გამოიყენოს

კახა კალაძე

30 წელია ნატოში გაწევრიანებას ვითხოვთ, ამასთან დაკავშირებით სულ არის ზოგადი განმარტებები, არაფერი კონკრეტული, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან მარკ რუტეს განცხადების შეფასებისას.

მისი თქმით, ხშირად სპეკულირებენ საქართველოს მსგავსი ქვეყნებით, ამ პროცესში კი განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

„30 წელია ნატოში გაწევრიანებას ვითხოვთ. ამასთან დაკავშირებით, არათუ არაფერი კეთდება, ნაბიჯიც კი არ იდგმება. სულ არის ზოგადი განმარტებები, არაფერი კონკრეტული. გავიხსენოთ უკრაინის მაგალითიც, ეუბნებოდნენ დღეს ან ხვალ გაწევრიანდებოდნენ. ხშირად ხდება ისეთი ქვეყნებით სპეკულირება, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ცდილობენ თავისი ინტერესები გაატარონ, რის ხარჯზეც ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შევწიროთ. როგორც ეს მოხდა 2008 წელს, თუნდაც, რაც უკრაინაში მოხდა. დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ვიღაცამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავისოდ არ გამოიყენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.