1764081739
ირაკლი კუპრაძე ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: სერიოზულ საკითხებზე დაგვირეკეთ, ეს არასერიოზული შეკითხვაა
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური შეფასებების მიზნით „ქრონიკამ“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართა. მათი ნაწილი კომენტარს არ აკეთებს, ნაწილი კი ამბობს რომ ეს არასერიოზული საკითხია.
„სერიოზულ საკითხებზე დაგვირეკეთ და მობრძანდით ოფისში, - განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ „ქრონიკის“ კითხვაზე, აღასრულებდა თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
კითხვაზე, არის თუ არა ეს არასერიოზული საკითხი, კუპრაძე აცხადებს, რომ არასერიოზული შეკითხვაა.
ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს მთელი ბლოკის მასშტაბით უნდა სცენ პატივი და გააკრიტიკა პოლონეთი იმის გამო, რომ ვარშავამ საკუთარი ორი მოქალაქის გერმანიაში დარეგისტრირებული ქორწინების აღიარებაზე უარი თქვა.











