ხილის 7 სახეობა, რომელიც სისხლში შაქარს არეგულირებს
1764001710
ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთის გვირაბში - დაზიანებულია გადამზიდი კომპანიის კუთვნილი სატვირთო.
„ინფო იმერეთს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ სატვირთო ავტომობილი გვირაბის კედელს დაეჯახა, რის შემდეგაც ბრეზენტით დაფარული ტვირთი გვირაბში გადმოცვივდა.
ადგილზე გაფანტული იყო სატვირთოდან გადმოვარდნილი ჰიგიენური საშუალებები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგა.
„ინფო იმერეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.